არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით თვალშისაცემი ცოდნისა და კომპეტენციის ნაკლებობაა. მათივე განმარტებით, სახელმწიფოს სათანადოდ არ აქვს გაცნობიერებული ბულინგის დამაზიანებელი ეფექტი, რამაც შესაძლოა გააუარესოს როგორც მსხვერპლის, ასევე სხვა მოსწავლეების მდგომარეობა.
ბლოგი შექმნილია საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ხუთი სტუდენტის მიერ. ჩვენი მიზანია, ღიად ვისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, საკმაოდ აქტუალურია. შემოუერთდი ჩვენს კამპანიას და აღუდექი წინ ძალადობას. არ დაჩაგრო!
Sunday, December 16, 2018
კონფლიქტი თუ ბულინგი?
კონფლიქტი არის უთანხმოება
ან არგუმენტი,
რომელშიც ორივე
მხარე გამოხატავს
თავის შეხედულებებს.
ჩაგვრა/დაშინება არის
ნეგატიური ქცევა,
რომელიც მიმართულია
სხვა პირის
მიმართ ძალაუფლების გამოვლენით.
ბულინგის მიზანია გულის ტკენა ,
ზიანის
მიყენება
ან დამცირება. ბულინგის დროს ხშირად
არსებობს ძალაუფლების
დისბალანსი, მათ
შორის ჩართული,
ძალაუფლებით განსაზღვრული არის ამაღლებული
სოციალური სტატუსის მქონე, ასევე
ფიზიკურად
უფრო დიდი,
ან ჯგუფი ახორციელებს
ინდივიდუალური პირის მიმართ
ჩაგვრას . მოსწავლეები, რომლებიც ჩაგრავენ, გარკვეულწილად დაუცველნი
არიან და
ხშირად ისინი ამ ჩაგვრით კმაყოფილდებიან.
Saturday, December 15, 2018
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
ბულინგი დღევანდელი რეალობის განუყოფელი
ნაწილია. შანსი იმისა, რომ თქვენი ერთ-ერთი მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია, საკმაოდ
მაღალია. დაკვირვებული მასწავლებელი ყოველთვის გამოარჩევს ჩაგრულ ბავშვს, თუმცა ხშირად
არ იცის როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევაში. მასწავლებელი პირველი უნდა იყოს ვინც წინ
აღუდგება ბულინგს, მაგრამ მას არ გააჩნია სათანადო უფლებამოსილებანი. აღნიშნული რეკომენდაციები
დაგეხმარებათ მასწავლებლებს, მხარი დაუჭიროთ და უთანაგრძნოთ ბულინგის მსხვერპლს, ითანამშრომლოთ
მათ ოჯახებთან და შექმნათ ჯანსაღი სასწავლო გარემო, რომელშიც არ იარსებებენ დაშინებული,
დაჩაგრული და დატერორებული მოსწავლეები.
ბულინგის სახეები და რჩევები მშობლებისთვის
განვიხილოთ ბულინგის
ძირითადი ტიპები, მათი დამახასიათებელი ნიშნები და ის მოქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოთ
პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ვერბალური ბულინგი
ვერბალური ბულინგი
არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში ადამიანის დამცირებას და
მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა,
ჭორების გავრცელება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, უპატივცემულო კომენტარები, ჰომოფობიური
და რასისტული გამონათქვამები. (მაგ: გარეგნობა, ჩაცმულობა, რელიგია, ეთნიკურობა, შეზღუდული
შესაძლებლობა, და ა.შ.)
დამახასიათებელი
ნიშნები. ბავშვები, რომლებიც არიან ვერბალური ბულინგის მსხვერპლი,
ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, არიან გაღიზიანებულები, აგრესიულები, აღენიშნებათ
მადასთან დაკავშირებული პრობლემები.
მათ შესაძლოა
გითხრან ის შერაცხმყოფელი სიტყვა, რომელიც ვიღაცამ მათ მიმართ გამოიყენა და გკითხონ
მართლა ასე არის თუ არა.
რა არის ბულინგი?
რა არის „ბულინგი“
და რატომ გამოვიყენებთ ინგლისურ სიტყვას, როცა მას ქართული შესატყვისებიც გააჩნია?!
საქმე ისაა, რომ ჩაგვრის, აბუჩად აგდების აღმნიშვნელი ეს ინგლისური სიტყვა უკვე ტერმინად
ჩამოყალიბდა და ისევე სწრაფად მოედო მსოფლიოს, როგორც უშუალოდ ის ქმედება, რასაც იგი
აღნიშნავს.
სამწუხაროა, მაგრამ
ფაქტია, დღევანდელ რეალობაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცხოვრების გარკვეულ
ეტაპებზე ერთხელ მაინც არ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. თუმცა, ყველაზე მგრძნობიარე
და ფართოდ მოცული კატეგორია მაინც ბავშვები არიან. სპეციალისტების მტკიცებით, სწორედ
ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი ორგანიზაციული ქცევა, კოლექტიურობა და პირველ რიგში
ამ კოლექტივის ჩამოყალიბების ადგილად სკოლა გვევლინება. თუმცა, ეს თავის მხრივ არ მოიაზრებს
იმას, რომ ბავშვი სკოლის პერიოდში აუცილებლად გახდება ან მჩაგვრელი და ან დაჩაგრული.
Subscribe to:
Posts (Atom)