კონფლიქტი არის უთანხმოება
ან არგუმენტი,
რომელშიც ორივე
მხარე გამოხატავს
თავის შეხედულებებს.
ჩაგვრა/დაშინება არის
ნეგატიური ქცევა,
რომელიც მიმართულია
სხვა პირის
მიმართ ძალაუფლების გამოვლენით.
ბულინგის მიზანია გულის ტკენა ,
ზიანის
მიყენება
ან დამცირება. ბულინგის დროს ხშირად
არსებობს ძალაუფლების
დისბალანსი, მათ
შორის ჩართული,
ძალაუფლებით განსაზღვრული არის ამაღლებული
სოციალური სტატუსის მქონე, ასევე
ფიზიკურად
უფრო დიდი,
ან ჯგუფი ახორციელებს
ინდივიდუალური პირის მიმართ
ჩაგვრას . მოსწავლეები, რომლებიც ჩაგრავენ, გარკვეულწილად დაუცველნი
არიან და
ხშირად ისინი ამ ჩაგვრით კმაყოფილდებიან.
ნორმალურ კონფლიქტში ბავშვები
თავიანთ ქცევას
აკონტროლებენ. ისინი
ცდილობენ საზღვარი დაიცვან და აღნიშნულ შემთხვევაში შეცვალონ მოქმედება.ბავშვები, რომლებიც
ემპათიით
ხელმძღვანელობენ, ჩვეულებრივ აცნობიერებენ,
რომ შეიძლება ვინმე დააზარალონ
და სურთ შეაჩერონ ნეგატიური საქციელი.
მეორეს მხრივ,
ბავშვები, რომლებსაც
ზიანის
მიყენება აქვთ განზრახული და ხედავენ რომ მათი ქცევა ნორმალურ
კონფლიქტს სცდება,
მაინც აგრძელებენ მიუხედავად იმისა რომ იციან რომ ეს ვინმეს ავნებს.
ბულინგის პრობლემა
მთელ მსოფლიოში არსებობს. პრობლემის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია საზოგადოების
ნაკლებად ინფორმირებულობა. აუცილებელია, ბავშვების მიერ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების
გამახვილება და მისი აღმოფხვრა ადრეულ ასაკში. საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის
ყველანაირი გამოვლინება და დაამარცხოს ბულინგი.
გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს აღნიშნულ
კითხვებზე:
როგორია ბულინგის მსხვერპლი ბავშვების
ემოციური და ქცევითი
მახასიათებლები?
– ბულინგის
მსხვერპლი ბავშვები არიან ცხოვრებაზე
გაღიზიანებულები, ემოციურად დაჩაგრულები, ხშირად
ტირიან და შფოთავენ,
ადვილად ეცვლებათ განწყობა, დილით
ცუდ ხასიათზე იღვიძებენ,
არაადეკვატურად იქცევიან, აქვთ დაბალი
თვითშეფასება, უჭირთ გაბედულად საუბარი,
მსხვერპლი ხშირად მარტოა, სხვა
ბავშვებისგან გარიყული.
როგორია ბულინგის ინიციატორი ბავშვების
ემოციური და ქცევითი
მახასიათებლები?
– ბულინგის
ინიციატორ ბავშვებს უყვართ სხვებზე
ბატონობა, არიან იმპულსურები და
ადვილად ბრაზდებიან, ხშირად აგრესიულად და
გამომწვევად იქცევიან, მსხვერპლის მიმართ
თანაგრძნობას არ განიცდიან.
ბულინგის ინციატორი ბავშვები აგრესიულობის
დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ?
– რა თქმა უნდა აგრძელებენ,
თუ ბავშვს არ
ყოფნის ფსიქოლოგიური მიდგომა, თუ ვერ
გააკეთა ანალიზი. ბავშვებს უნდა
მივუდგეთ ინდივიდუალურად, შენიშვნები და მითითებები
უნდა მივცეთ ძალიან
კორექტულად, ზოგჯერ შეიძლება ეს
მითითება იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს
ბავშვისთვის უფრო ჩაიკეტოს და
უფრო აგრესიული გახდეს.
უნდა იცოდნენ თითოეული
მიდგომა, უნდა იყო თვითონ
მზად ფსიქოლოგიურად, მშობელი
იქნება ეს, პედაგოგი
თუ ფსიქოლოგი. დარიგება
უნდა იყოს გაწონასწორებული
თითოეული შემთხვევისათვის რომ ბავშვი
უფრო არ დავაზიანოთ.
თუ ვინმე არ
დაეხმარება გააგრძელებს ასე მოქცევას.
უნდა იმუშაონ როგორც ბულინგის
განმახორციელებელ ბავშვზე ასევე მსხვერპლზეც?
– ბულინგი
მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს
როგორც ძალადობის განმახორციელებელზე, ასევე
ძალადობის მსხვერპლსა და ძალადობის
მოწმეზე (დამკვირვებელზე). სკოლა ბავშვს მორალურად
უნდა დაეხმაროს და
ბულინგის განმახორციელებელი ბავშვის თვისებები გამოიყენოს
მის სასიკეთოდ. შესთავაზოს
მას საკუთარი მიზნის
მიღწევის სოციალურად მისაღები გზა.
ამ დროს ვეყრდნობით
ამ ბავშვის ძლიერ
მხარეებს: ხატვა, ძერწვა, კონკრეტული
საგნით ძლიერი დაინტერესება, მიღწევები
სპორტში და ა.
შ. სასურველია ბავშვს
ვაჩვენოთ, რომ წარმატებით
შეუძლია თანაკლასელებისაგან აღიარების მიღება. აღმოსაფხვრელად
კი აუცილებელია მშობელთან
საუბარი და ბავშვის
დაკავება, როგორც სკოლაში ასევე
სახლში. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ინდივიდუალური და საქმიანი
საუბარი ბავშვთან.
ბულინგის დროს როგორი ფსიქოლოგიური
ტრავმები შეიძლება მიიღოს ბავშვმა?
– ბულინგის
დროს ორივე ბავშვის
ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება.
მოძალადეს:
მუდმივი სწრაფვა დაჩაგვრისაკენ, აგრესია
ყველას მიმართ და ა.შ. მსხვერპლს:
საკუთარ თავში იკეტება, მუდმივი
შიში აქვს, აგრესია
უჩნდება გარემოს მიმართ. არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ორივეს სჭირდება დახმარება.
აგრესიის გამოვლინება თავად ბავშვზე განხორციელებული
აგრესიის შედეგია?
– უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება, როდესაც
ბავშვზე ძალადობენ (არა მარტო
ფიზიკურად) ის ამ
ბრაზს ვერ გამოხატავს
მასზე ბევრად ძლიერთან.
ბულინგის პროფილაქტიკა როგორ უნდა განხორციელდეს?
– საჭირო არის, როგორც ფსიქოლოგების,
ასევე მასწავლებლებისა და მშობლების
ჩარევა. ბავშვების ინფორმირება სხვადასხვა
პროექტებითა და პრეზენტაციებით.
ეტაპობრივად ისეთი პირობების შექმნა,
სადაც ბულინგი (მობინგი) ვერ
განხორციელდება. უნდა განისაზღვროს პრობლემის
არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლივობა, მსხვერპლის,
მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.
ფსიქოლოგის
რჩევები პედაგოგებს და მშობლებს.
– ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს
სკოლაში ატარებს, სწორედ ამიტომ
სკოლა დიდ როლს
თამაშობს მათ განვითარებასა
და ჩამოყალიბებაში. მოუსმინეთ,
ისე რომ არ
შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იყოთ
თანამგრძნობნი, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ნახეთ
როგორ წარიმართება მოვლენები. საჭიროა ბავშვთან
საუბარი იმის შესახებ რაც
თავს გადახდა. უფროსმა
აშკარად არ უნდა
გამოხატოს აღშფოთება, რადგან ამან
შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური უკუკავშირი
და შეაფერხოს სხვა
დროს მასთან საუბარი.
ნორმალურია, რომ ბავშვი
წუხს, ის არასოდეს
შეეგუება ჩაგვრას. შეძლებისდაგვარად, უნდა
აუხსნათ დაჩაგრულს, რომ პასუხის
გაცემა მჩაგვრელზე ძალადობის გარეშეც
შეუძლია. მჩაგვრელს, რომ მისი
ქცევა არ მოგწონთ.
გამოიყენეთ მის მიმართ
სანქციები. ჰკითხეთ რა სურს
მოხდეს მომავალში, ხშირად მათი
სურვილია ბულინგის აღმოფხვრა.
ბულინგის პრობლემა მთელ მსოფლიოში
არსებობს. პრობლემის ერთ-ერთი
განმაპირობებელი ფაქტორია საზოგადოების ნაკლებად
ინფორმირებულობა. აუცილებელია, ბავშვების მიერ ძალადობრივ
ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და
მისი აღმოფხვრა ადრეულ
ასაკში. საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის
ყველანაირი გამოვლინება და დაამარცხოს
ბულინგი.
ავტორი და მთარგმნელი: გვანცა ბუაძე
წყარო: www.ambioni.ge
No comments:
Post a Comment