ბულინგი დღევანდელი რეალობის განუყოფელი
ნაწილია. შანსი იმისა, რომ თქვენი ერთ-ერთი მოსწავლე ბულინგის მსხვერპლია, საკმაოდ
მაღალია. დაკვირვებული მასწავლებელი ყოველთვის გამოარჩევს ჩაგრულ ბავშვს, თუმცა ხშირად
არ იცის როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევაში. მასწავლებელი პირველი უნდა იყოს ვინც წინ
აღუდგება ბულინგს, მაგრამ მას არ გააჩნია სათანადო უფლებამოსილებანი. აღნიშნული რეკომენდაციები
დაგეხმარებათ მასწავლებლებს, მხარი დაუჭიროთ და უთანაგრძნოთ ბულინგის მსხვერპლს, ითანამშრომლოთ
მათ ოჯახებთან და შექმნათ ჯანსაღი სასწავლო გარემო, რომელშიც არ იარსებებენ დაშინებული,
დაჩაგრული და დატერორებული მოსწავლეები.
იცოდეთ ბულინგის ნიშნები
ყველა მოსწავლე, რომელიც ბულინგის მსხვერპლია,
სხვადასხვანაირად ავლენს ამას. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველაზე მთავარი მახასიათებლები,
რომელიც უნდა ვეძებოთ მსხვერპლის ამოსაცნობად
● მოსწავლე, რომელიც ძალიან მცირე დროს
ატარებს კლასის სხვა წევრებთან ან ყავს მხოლოდ 1-2 მეგობარი , რომელთანაც თავს დაცულად
გრძნობს
●ხასიათი ხშირი ცვლილება, რომელიც შეიძლება
იყოს მოულოდნელი ან ხანგრძლივი
●უეცარი შიში, აგრესია და პირქუშობა. ეს
როგორც წესი ბულინგის ინციდენტის შემდეგვე მჟღავნდება
●სასკოლო აქტივობებიდან გამოთიშვა
●საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების
გამოვლენა
●ფიზიკური ნიშნები: კანის სიწითლე, ჩალურჯებები,
დახეული სასკოლო ჩანთა, ჭუჭყი ან საჭმლის ლაქები ჩანთაზე
●ფიზიკური ნაკლის დაფარვის მცდელობები,
რასაც დანარჩენი კლასელებისგან დაცინვა მოყვება
არ უნდა დაგვავიწყდეს თვითმხილველებიც-მოსწავლეები,
რომლებიც თავად არ არიან ბულინგის მსხვერპლი , მაგრამ უნახავთ ეს პროცესი. სხვისი ჩაგვრის
ყურება არყევს მათ ფსიქიკას. ამიტომ ეძებეთ პათოლოგიური მდგომარეობა მოწმეებშიც.
როგორ მივმართოთ ბულინგის მსხვერპლის ოჯახს:
როცა მოსწავლეზე ახორციელებენ ფიზიკურ და
ემოციურ ძალადობას ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მის ოჯახს. ამისათვის მნიშვნელოვანია
შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
-მზად იყავით
მათი ემოციური შოკისთვის- მსგავსი ფაქტის გაგებისას მშობლების უმრავლესობა გამოხატავს მძაფრ
ემოციებს, ზოგ შემთხვევაში გაბრაზებას სკოლის მიმართაც. ამისთვის მზად უნდა იყოთ. აუცილებელია
მათთან საუბრისას იყოთ გულღია, აჩვენოთ თქვენი მწუხარება და შიში აღნიშნული თემის მიმართ.
-სთხოვეთ
მათ საქმეში მონაწილეობა- ჩართეთ მშობლები პრობლემის მოგვარების პროცესში. ჰკითხეთ მათ , რა
იციან აღნიშნული სიტუაციის შესახებ და როგორ იქცევა ბავშვი სახლში. შესაძლოა ბავშვი
სკოლაში დაგროვილ ემოციებს სახლში ამჟღავნებდეს ნეგატიური ფორმით. ასეთი ინფორმაცია
დაგეხმარებათ სიღრმისეულად შეისწავლოთ საკითხი.
-კოლაბორაცია
მშობლებთან- აუცილებლად დაეხმარეთ მათ. ჩამოწერეთ აქტივობები, რომელიც მათი შვილის თვითშეფასების
ამაღლებაში დაეხმარებათ. ასეთი აქტივობები
გადაფარავენ ბულინგის დროს მიღებულ ტრავმებს და შეამსუბუქებენ მის უარყოფით ეფექტს.
რა უნდა მოიმოქმედოთ როცა ბულინგის შემთხვევას
შეესწრებით
●შეაჩერეთ
პროცესი დაუყოვნებლივ
ჩადექით ინციდენტის მონაწილეებს შორის.
ეცადეთ არ დაამყაროთ არცერთ მხარესთან თვალებით კონტაქტი. იმისათვის , რომ არ გაამწვავოთ
სიტუაცია, არ დაიწყოთ სიტუაციის განხილვა. დაიცადეთ სანამ ორივე მხარე არ დაწყნარდება.
გაესაუბრეთ მათ ცალ-ცალკე , როცა დაწყნარდებიან.
●მოუხმეთ
სკოლის შინაგანაწესს
აღნიშნული ფაქტის შესახებ აუცილებლად აცნობეთ
კლასს. მათთან საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ შინაგანაწესის კანონები და
ისაუბროთ ოფიციალური ტერმინოლოგიით. აუხსენით ყველას, რომ ეს საქციელი ყოველთვის მიუღებელია.
●გაამხნევეთ
და მხარი დაუჭირეთ ჩაგრულ მოსწავლეს
დაეხმარეთ მას თავმოყვარეობის ამაღლებაში.
აგრძნობინეთ თანაგრძნობა და დაცვა. გააძლიერეთ მასზე ზედამხედველობა, რათა კიდევ არ
გახდეს მსხვერპლი.
●გაესაუბრეთ
თვითმხილველებს
ასწავლეთ მათ, როგორ მოიქცნენ, თუ ოდესმე
თავად გახდებიან ბულინგის მსხვერპლი. შეაქეთ მათი ქმედება, ვინც დახმარებას ცდილობდა.
გამოყავით ისინიც, ვინც უმოქმედოდ იყო.
●დასაჯეთ
დამნაშავე
დაიცადეთ სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება. არ
მოთხოვოთ დამნაშავეს ბოდიშის მოხდა ან რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც არ იქნება გულწრფელი.
სასჯელი უნდა იყოს ლოგიკური და დანაშაულთან დაკავშირებული. პირველ რიგში ჩამოართვით
მას სოციალური პრივილეგიები, მაგალითად შესვენება ან საუზმის დროს კაფეტერიაში შესვლის
უფლება.
●აცნობეთ
ეს ფაქტი ყველა კოლეგასა და მშობელს
ამით გააგებინებთ მჩაგვრელს, რომ მას აკონტროლებენ
.
●გააკონტროლეთ
და ჩაერიეთ თუ საჭიროა
ინციდენტის ორივე მხარესთან იქონიეთ კონტაქტი.
დააკვირდით მათ ქცევებს. დრო მათ გრძნობებსა და ქმედებებს შეცვლის. ასწავლეთ მათ გაანალიზონ
თავიანთი ქმედებები.
No comments:
Post a Comment